ახალი ამბებისაზოგადოება

ღირსეული შრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, პროფკავშირებმა უფლებების ღია სივრცე რუსთავში მოაწყო

ღირსეული შრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირეებით, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ უფლებების ღია სივრცე რუსთავში მოაწყო.

ღონისძიების ფარგლებში , მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო ბუკლტები დარიგდა.

თამარ სურმავა – საქართველოს პროფკავშრების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე:

მოგეხსენებათ, დღეს არის 7 ოქტომბერი, ღირსეული შრომის მსოფლიო დღე , ამ დღეს მშრომელი ადამიანები ერთიანდებიან და  იბრძვიან ღირსეული შრომითი პირობებისათვის, ღირსეული შრომა ეს არის თითოეული დასაქმებულის უფლება და ჩვენი ვალია, განსაკუთრებით პროფკავშირების,  რომ საზოგადოებას მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა მექანიზმებით შეუძლიათ დაიცვან საკუთარი შრომითი უფლებები.

ეს არ არის პირველი ღია სივრცის მოწყობა ქალაქ რუსთავში, ჩვენ სისტემატიურად ვაწყობთ ასეთ სივრცეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში . სიმბოლურია,  რომ 7 ოქტომბერს სწორედ რუსთავში გადაწყვიტეთ,  ქალაქში, სადაც გვაქს მძიმე მრეწველობის საწარმოები და განსაკთრებით მნიშვნელოვანია შრომითი უფლებების დაცვა.

გიორგი ტყემალაძე – პროფკავშირების რუსთავის ოფისის წარმომადგენელი 

მსგავსი ღონისძიებები მნიშნელოვანია, რადგან საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მოხდეს.ვარიგებთ ბუკლეტებს და ვაცნობთ ხალხს მათ უფლებებს. დასქამებული ადამიანები ყოველთვის უნდა იყვნენ მოწინავე ფლანგზე თავიანთი უფლებების დასაცავად. აუცილებელია დასაქმებულებმა, პირველადი ორგანიზაციები დააფუძნონ.

ჩვენი ორგანიზაციის მიზანი არ არის დამსაქმებლებზე ზეწოლა, არამედ გვსურს, გაძლიერდნენ კომპანიები და არ დაიჩაგრონ დასქამებულები. ჩვენ გვსურს, დავუახლოვდეთ იმ სტანდარტებს რაც არსებობს ცივილიზებულ სამყაროში. ჩვენი ოფისი არის რუსთავში, კოსტავას 6 ნომერში, მობრძანდნენ,  გავისაუბროთ და დავეხმარებით შესაძლებლობების ფარგლებში.