ახალი ამბებიმთავარიჩვენ გირჩევნთ

სან-ხოსეს საჯარო ბიბლიოთეკაში პირველად, ქართული წიგნების სექცია გაიხსნა

სან-ხოსეს საჯარო ბიბლიოთეკაში პირველად, ქართული წიგნების სექცია გაიხსნა. პროექტი, Georgian Heritage Foundation -ის ,   საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა  და სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ერთობილივი  თანამშრომლობით განხორციელდა. 

ღონისძიების ფარგლებში, მოწვეული სტუმრებისთვის ქართული ფოლკლორული კომპოზიციები, მუსიკოსმა და კომპოზიტორმა, ზუმბამ, იგივე ზაზა კორინთელმა შეასრულა. 

ჩრდილოეთ კალიფორნიაში, ქართული ლიტერატურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით, სან-ხოსეს ბიბლიოთეკას 80 ქართული მხატვრული და შემეცნებითი ლიტერატურა გადაეცა. ქართული და ინგლისურენოვანი წიგნები ბიბლიოთეკის ელექტრონულ კატალოგში უკვე განთავსდა და ნებისმიერი მსურველისთვის არის ხელმისაწვდომი.

პასუხის გაცემა

Your email address will not be published. Required fields are marked *

საერთო პოსტები