ახალი ამბებიპოლიტიკა

სააპელაციო და საქალაქო სასამართლოებში მოსამართლის 18 ვაკანტურ ადგილზე განცხადებების მიღება იწყება

სააპელაციო და საქალაქო სასამართლოებში მოსამართლის 18 ვაკანტურ ადგილზე განცხადებების მიღება იწყება – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

“ვაქვეყნებთ „სააპელაციო და საქალაქო სასამართლოებში არსებულ მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 22 ივლისის N1/74 განკარგულებას

სააპელაციო და საქალაქო სასამართლოებში არსებული მოსამართლის 18 ვაკანსიაზე  განცხადებები ელექტრონული ფორმით  მიიღება 2024 წლის 23 ივლისიდან 13 აგვისტოს ჩათვლით” – აღნიშნულია განცხადებაში.