ახალი ამბებიპოლიტიკა

პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, მმართველო პარტიის, საპატიო დავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. 

აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა ორბელიანის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

„ვერავინ  გავიგეთ რეალურად სად არის, რა უნდა, რატომ უნდა და რას უკეთებს ამ ქვეყანას. მზად ვარ და დებატებში ვიწვევ. მე პირადად არ შემხვდება. დებატში მოვიდეს, რადგან თვლის თავს და ითვლება, რომ ის არის მთავარი მმართველი. სახელმწიფოს პირველი პირი მე ვარ, მაშინ მოვიდეს და დებატებში გავარჩიოთ.

მე არაფერი მაინტერესებს, ფაქტებს ვუყურებ და ვხედავ, საით მიდის ქვეყანა, მაგრამ საზოგადოებისთვის ვალდებულია, რომ ახნას ზოგიერთი პოზიცია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ფოტო : პრეზიდენტის ადმინისტრაცია