ახალი ამბებიპოლიტიკა

ივანიშვილი და მისი ამფსონები გვაძალებენ ერთადერთ არჩევანს – ან მონობა, ან ომი – მიხეილ სააკაშვილი

ივანიშვილი და მისი ამფსონები გვაძალებენ ერთადერთ არჩევანს, ან მონობა ან ომი – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა,  მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა.

“ისიმი გვეუბნებიან, თუ ჩვენ მონობას არ ავირჩევთ, საქართველოში იქნება ომი. სინამდვილეში, მათ უნდათ მოგვიტანონ მონობა და ომი. მათ უკვე გამოუცხადეს ცივი ომი მთელს ცივილიზებულ სამყაროს და მას შემდეგ რაც , ჩვენ დავრჩებით ბოლო მოკავშირის გარეშე , რუსეთი გადაგვსანსლავს და გაგვუჩაღებს ომს თითოეულ ადამიანს, თითოეულ ქართველს ” – განაცხადა სააკაშვილმა.