ახალი ამბებიპოლიტიკა

უმძიმესი დანაშაული მოხდა, რომელიც ჩაიდინა ქსანში დიმიტრი ხუნდაძის კორუმპირებულმა და კრიმინალურმა დაჯგუფებამ ჩვენი პარტიის წარმომადგენლის მიმართ – მეზვრიშვილი

უმძიმესი დანაშაული მოხდა, რომელიც ჩაიდინა ქსანში დიმიტრი ხუნდაძის კორუმპირებულმა და კრიმინალურმა დაჯგუფებამ ჩვენი პარტიის ღირსეული წარმომადგენლის, ლია ყოჩიშვილისთვის მიმართ – ამის შესახებ ამის  „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილმა  განაცხადა.

მეზვრიშილმა სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, რომ დანაშაულზე გამოძიება მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაციით წარმართოს.

“მოგეხსენებათ, ” ოცნება“ საზოგადოებას ყოველდღიურად ატყუებს, რომ თითქოს, წინა საარჩევნო კამპანია ძალიან მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. როგორც ჩანს, კობახიძე-პაპუაშვილის დაჯგუფებას მშვიდ გარემოდ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის მიზანში ამოღება მიაჩნია. რეალურად, ჩვენი მისამართით კამპანია არც სამართლიანია, არც მშვიდობიანი და ყოველდღიურ რეჟიმში აქვს ძალადობას ადგილი. ჩვენ შეზღუდული გვაქვს მედია, უფასო პოლიტიკური რეკლამა, ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ. კამპანიის მიმდინარეობისას აბსოლუტურად ყველგან გვითვალთვალებს სუს-ი და გუშინ უკვე უმძიმესი დანაშაული მოხდა, რომელიც ჩაიდინა ქსანში დიმიტრი ხუნდაძის კორუმპირებულმა და კრიმინალურმა დაჯგუფებამ ჩვენი პარტიის ღირსეული წარმომადგენლის, ლია ყოჩიშვილისთვის მიმართ, რომელიც დიმიტრი ხუნდაძეს ხშირად ამხელს კორუფციაში. ხუნდაძის დაჯგუფების ერთ-ერთი წარმომადგენელი, გიორგი მურჯიკნელი შეეცადა, რომ შურისძიების მიზნით მანქანა დაეჯახებინა. ეს არის ძალიან ვიწრო ქუჩა, ეს არის ძალიან დიდი სიჩქარით მომავალი ავტომანქანა, განზრახ,  მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ლია ყოჩიშვილი ჩვენს დეპუტატ შალვა კერესელიძესთან ერთად წინა დღეს ქსანში წინასაარჩევნო კამპანიას ატარებდა. დიდი სისწრაფით მომავალი მურჯიკნელი პირდაპირ და დამიზნებით შეეცადა, მანქანა დაეჯახებინა. პრაქტიკულად, ადამიანს იმიტომ კლავდნენ, რომ მან გაბედა და ფეხი დადგა ფეოდალ დიმიტრი ხუნდაძის  სამფლობელოში. წინა დღესვე, როდესაც კამპანია მიმდინარეობდა, ხუნდაძის დაჯგუფება, ქსანი-ციხისძირის მაჟორიტარი ჯიქია და სოფლის რწმუნებული გიორგი ალავერდაშვილმა მოაბილიზეს „ოცნების“ წარმომადგენლები და უთვალთვალებდნენ. მეორე დღეს კი ლია ყოჩიშვილის მიმართ ეს დანაშაული სისრულეში მოიყვანეს. ადგილი, პრაქტიკულად, მკვლელობის მცდელობას ჰქონდა. ლია ყოჩიშილს უკან რომ არ დაეხია და კედელს არ მიყრდონობოდა მანქანა ამ ადამიანს გაიტანდა. შემდგომ, დაჯგუფების წარმომადგენლები მანქანიდან გადმოვიდნენ, დაემუქრნენ მას, რა დროსაც მათ კრიმინალური დაჯგუფების სხვა წარმომადგენლებიც შეუერთდნენ, იმისთვის, რომ ოჯახის წევრებიც მძიმე პროვოკაციაზე წამოეგოთ.

მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, თვენთვისვე აჯობებს, რომ გამოძიება წარმართოთ სწორი კვალიფიკაციით , მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაციით”- განაცხადა მეზვრიშვილმა.