ახალი ამბებიპოლიტიკა

ბანერზე წაშალეს სიტყვები-“არა ომს”,რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი წარმოადგენენ ომის პარტიას -კობახიძე

ამ ადამიანებმა ბანერზე წაშალეს სიტყვები -„არა ომს“, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი წარმოადგენენ ომის პარტიას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ბანერის დაზიანებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

პრემიერის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების ეს ქმედება მიუთითებს რომ “კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერებს მეტი საქმე არ აქვთ”

„ბანერების დაზიანება ძალიან საინტერესო ფაქტია. ერთი რომ, მეტი საქმე არ აქვთ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და მეორე, ამ ადამიანებმა ბანერზე წაშალეს სიტყვები – „არა ომს“, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი წარმოადგენენ ომის პარტიას, რასაც ვამტკიცებთ ამდენი ხნის განმავლობაში, ის თავადვე დაამტკიცეს, როცა წაშალეს წარწერა – „არა ომს“, რომელიც იყო გამოფენილი ჩვენს მიერ,“- განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის,  “ერთიანობა ნაციონალური მოძროაბის” წევრებმა ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ, მმართველი პარტის ბანერზე წარწერა “არა ომს” საღებავით დაფარეს. აღნიშნულის შესახებ ვიდეომასალას სოციალურ ქსელში ხატია დეკანოიძე ავრცელებს.