ახალი ამბებიმთავარიპოლიტიკა

მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და წინასაარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს, რაც ავტორიტარიზმისკენ გადასვლაა – ბორელი

მმართველი პარტიის (“ქართული ოცნების”) ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და წინასაარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს, რაც ავტორიტარიზმისკენ გადასვლაა-  ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელის თქმით, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები იქნება “საქართველოს ევროპული გზის გამოცდა”. 

“მმართველი პარტიის (“ქართული ოცნების”) ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და წინასაარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს, რაც ავტორიტარიზმისკენ გადასვლაა. სწორედ ამიტომ,  ევროინტეგრაციის პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. თქვენ იცით, რომ ეს გადაწყვეტილება საბჭომ მიიღო, ევროპულ დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე. დაველოდოთ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც იქნება საქართველოს დემოკრატიისა და მისი ევროპული გზის უმნიშვნელოვანესი გამოცდა”, – განაცხადა ბორელმა.