ახალი ამბებიპოლიტიკა

იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე იბარებს

იუსტიციის სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის,სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების გამო განმარტებას ითხოვს. იუსტიცის მინისტრის , რატი ბრეგაძის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა.  

ბრეგაძის თქმით ადმინისტრაციაში, მორიგ სხდომაზე დასწრების მოთხოვნით კიდევ ერთი წერილი გაიგზავნება.

“შევთანხმდით რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ გავუგზავნით წერილს და მოვუწოდებთ, რომ შემდგომ კომისიის სხდომაზე აუცილებლად გამოცხადდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციიის წარმომადგენელი და გააკეთოს განცხადება, პრეზიდენტის იმ სიტყვებთან დაკავშირებით, რომლითაც ის აღნიშნავს, რომ საარჩევნო დღეს პრეზიდენტიც ადმინისტრაციაში მათ ერთად უნდა იზეიმონ გამარჯვება. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს განცხადება შესაძლებელია შეიცავდეს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას.ეს არ არის კერძო შენობა და არც ერთი კონკრეტული ადამიანის კუთვნილება”-განაცხადა ბრეგაძემ.