ახალი ამბებიპოლიტიკა

GORBI – „ქართულ ოცნება” 59.3%, ენმ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 13.1%

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებულ კვლევაში, შეკითხვაზე – „პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან“? – მიღებული პასუხების შედეგად, პარტიების პოლიტიკური რეიტინგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ 59.3%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ /„სტრატეგია აღმაშენებელი“ 13.1%
კოალიცია „ლელო“/„ანა დოლიძე – ხალხისთვის“/„თავისუფლების მოედანი“ 5.8%
კოალიცია „ახალი“/„გირჩი – მეტი თავისუფლება“/„დროა“ 5.5%
„საქართველოსთვის“ 4.8%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსისა“ და „ალტ ინფოს“ კოალიცია 3%
„ევროპული საქართველო“ 2.2%
„ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“ 2.1%
სხვა 4.2%

ტელეკომპანია “იმედის” ცნობით , საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 24 ივლისი – 4 აგვისტოს პერიოდში. გამოიკითხა ჯამში 1700 რესპონდენტი. მონაცემების ცდომილების ზღვარია +/-3%.

ფოტო : IMEDI