როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი და ვფიქრობთ, ეს იქნება აუცილებლად მომავალ წელს, გადაიტვირთება ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებთან – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ურთიერთობების გადატვირთვის შემდეგ, „უსამართლოო რეზოლუციები არავის ემახსოვრება”.
„ჩვენთვის ერთი რამ არის მთავარი – როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება და ვფიქრობთ, რომ ეს მომავალ წელს მოხდება, გადაიტვირთება ურთიერთობები, როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-თან. შესაბამისად, არავის ემახსოვრება ასეთი უსამართლოო რეზოლუციები. აუცილებლად უნდა გადაიტვირთოს საქართველო-ევროკავშირის და საქართველო-ამერიკის ურთიერთობები. მგონია, რომ როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, მაშინვე ვიხილავთ შემხვედრ ნაბიჯებს როგორც ევროკავშირის სტრუქტურებისგან, ასევე ამერიკისგან,“- განაცხადა პრემიერმა.