ახალი ამბებიპოლიტიკა

ენმ-ის ოფისი დაარბიეს – ლევან ხაბეიშვილი

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაცით პარტიის ვარკეთილის ოფისი დაარბიეს.

ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ოფისი “სუს-ის და მილიციის ნასედკებმა დაარბიეს”.

“სუსის და მილიციის ნასედკებმა ვარკეთილის ენმ – ს ოფისი დაარბიეს მოგნიშნოთ სამგორელო “ბიძინისტებო” ? არ გრცხვენიათ ? რას დაგამსგავსათ ამ გარეწარმა კაცმა, ფულის სიყვარულმა არც უბანთან, არც კაცობასთან, არც პოლიტიკასთან “ჩანავლელიც” არ ხართ .საკადრის პასუხს ხალხი გაგცემთ 26 ოქტომბერს.არ ვიცი, მე არა, არ გამიგია თქვენს პატრონს  თან რომ გრცხვენიათ თქვენივე ნამოქმედარის. პატარა კაცუნებო  გამომეხმაურეთ ადგილობრივი “ოცნებისტები” თუ გაქვთ საპასუხო” – წერს ხაბეიშვილი