ახალი ამბებიპოლიტიკა

“ქართული ქარტიით” წავედი ევროპაში, შევხვდი ყველა პასუხისმგებელ პირს, მათგან მივიღე პირობა, რომ თუ ეს ქარტია რაღაც დონეზე შესრულდება, სასწრაფო ტემპით დაგვაბრუნებენ მოლაპარაკებების გახსნის კართან – ზურაბიშვილი

ქარტიით წავედი ევროპაში, შევხვდი ყველა პასუხისმგებელ პირს, მათგან მივიღე პირობა, რომ თუ ეს ქარტია რაღაც დონეზე შესრულდება, თუ იქნება მთლიანობაში პოლიტიკური ნება და ამ ქარტიით მსვლელობა, ჩვენ სასწრაფო ტემპით დაგვაბრუნებენ იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავით, ამ მოლაპარაკებების გახსნის კართან – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრების შემდეგ მიიღო დასტური რომ არიან ქარტიის ერთგულნი და გამოთქვეს მზაობა ბოლომდე მიიყვანონ პროცესი. 

“არჩევნებამდე 14 დღე რჩება და ყველაფერი ძალიან კარგად არის, რადგან საზოგადოების წინაშე რა პირობაც დავდე – შევასრულე! ,,ქართული ქარტია“ შედგა! ეს არის ჩვენი სამოქმედო გეგმა, რათა დავუბრუნდეთ ჩვენს ევროპულ მომავალს და გადავურჩეთ რუსულ წარსულს, თუ მომავალს, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს შეიძლება მომავალი იყოს და გარანტია მივცეთ საქართველოს დამოუკიდებლობასა და წინსვლას.

მინდოდა შეხვედრები, მე კონსულტაციები არ ჩავატარე, ეს არ იყო არც კონსულტაციები, არც მოლაპარაკებები. მინდოდა, იმ 4 პარტიასთან ერთად, რომლებიც დღეს პროევროპულ პლატფორმას შეადგენენ, გამევლო ამ ქარტიის ყველა პუნქტი და მათგან კიდევ ერთხელ მიმეღო დაზუსტებული პირობა, რომ ეს ქარტია სრულიად იქნება შესრულებული, და რატომ? იმიტომ, რომ მე ამ ქარტიით წავედი ევროპაში, შევხვდი ყველა პასუხისმგებელ პირს, მათგან მივიღე პირობა, რომ თუ ეს ქარტია რაღაც დონეზე შესრულდება, (ცხადია, მერე არავინ დამიწყებს. ეს ერთი პუნქტი, თუ მეორე პუნქტი..)  თუ იქნება მთლიანობაში პოლიტიკური ნება და ამ ქარტიით მსვლელობა, ჩვენ სასწრაფო ტემპით დაგვაბრუნებენ იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავით, ამ მოლაპარაკებების გახსნის კართან – მე მივიღე ეს პირობა და ავიღე ეს ჩემს პასუხისმგებლობად.

ამ მხრივ, საზოგადოებისა და ჩვენი პარტნიორების წინაშე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს და ვარ ჩემი სიტყვის სრულიად ერთგული. ეს გავიარე ყველა პარტიასთან, ყველასგან მივიღე დასტური, რომ ისინი არიან ამ პროცესში, არიან ამ ქარტიის ერთგულნი და მზად არიან ბოლომდე მიიყვანონ ეს პროცესი, ამით მე ძალიან კმაყოფილი ვარ” – განაცხადა ზურაბიშვილმა.