ახალი ამბებიპოლიტიკა

გახარიას დავალება იყო ხელისუფლების ჩამოშლა – მამუკა მდინარაძე

“იმის შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრობიდან “ნაციონალური მოძრაობის” მაშინდელი თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას გამო გადადგა, საზოგადოებამაც უკვე ყველაფერი ნათლად დაინახა – გახარიას დავალება იყო ხელისუფლების ჩამოშლა. მას უნდა ეჩვენებინა, რომ  სახელმწიფო ინსტიტუტები იყო მთლიანად მორღვეული – ამის შესახებ ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივნმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. 

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერ უნდა შეესრულებინა, ვერ უნდა აღესრულებინა კანონი, ანუ ვერ დაეკავებინა მელია.  გახარია ისტერიულად ითხოვდა 2 დღეს, იმავე ვადას, რაც სააკაშვილს შემდგომ, 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ქვეყანაში ბორანით შემოსაპარად  დასჭირდა და შემიძლია აქვე დავამატო, შეგიძლიათ თქვენ თვითონაც გაიხსენოთ, სად იყო მაშინ სააკაშვილი, იმ დღეებში, როცა გახარია ისტერიულად ითხოვდა 2 დღეს.

საბედნიეროდ, გახარიას და მისი პატრონების გეგმა მაშინ არათუ გაიშიფრა, არამედ მოხერხდა ამ გეგმის აღკვეთა და პროვოკაციის თავიდან არიდება. შეჯამებისთვის უნდა ითქვას, რომ თუ სააკაშვილი და მისი გუნდი პატრონებმა ნელ-ნელა, ეტაპობრივად ჩაიყენეს სამსახურში და უამრავ უსასტიკეს დანაშაულზე მოაწერინეს ხელი, ეს ყველაფერი გახარიას და ხაზარაძის თვალწინ ხდებოდა. მათ კარგად იციან, რა სიმძიმის დავალებებს მიიღებენ და იღებენ, თუმცა წარსულის ცუდი გამოცდილება მათთვის არანაირი დაბრკოლება არ არის. ამიტომ, წარმოიდგინეთ, ერთიც და მეორეც დღეს ბევრად უფრო დიდ ხიფათს წარმოადგენს ქართული საზოგადოებისთვის, ვიდრე ყველასათვის გაშიფრული “ნაციონალურ მოძრაობის” ძველი ფლანგი. ერთ-ერთი პირველი და მთავარი დავალება სწორედ ნაცმოძრაობის კრიმინალური წარსულის ჩამორეცხვა და ჟარგონზე რომ ვთქვათ, მათი სამართლებრივი „გაპრავება“ იქნება, მათთვის მიცემული დავალება” – განაცახდა მდინარაძემ.