ახალი ამბებისამართალი

სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში  სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

პირველი სხდომა სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. ბრალს მხოლოდ მარიამ იაშვილი აღიარებს. 

შეგახსენებთ, უჩა აბაშიძესა და მარიამ იაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა და 236-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება – შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

სახელმწიფო ბრალდების ინფორმაციით, დაკავებულებმა უკანონოდ მოიპოვეს ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია და მასალები შეინახეს.