ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხმათა 59.5%-ს მიიღებდა.
შედეგები ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნება“ – 59.5%
„ნაციონალურ მოძრაობას“ გაერთიანებულ პარტიებთან ერთად აქვს – 13.6%
“კოალიცია ცვლილებებისთვის” – 10.3%
“ძლიერი საქართველო” – 4.5%
გახარია საქართველოსთვის პარტიას – 3.8%
გირჩი – 2.7%
პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფოს – 2.5%
სხვა პარტიები – 3 .1%
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა, ქვეყნის მასშტაბით პირისპირი ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით 18 სექტემბრიდან 30 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. გამოიკითხა 1700 ადამიანი. ცდომილება +/- 3%-ია.