ახალი ამბებიპოლიტიკა

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას გმობენ

გაეროს უშიშროების საბჭომ 14 აგვისტოს განიხილა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი დახურულ სხდომაზე განიხილა. 

სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან ერთობლივი განცხადება გაკეთდა. საზოგადოებას განცხადება, გაეროში მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა ფრანჩესკა გატიმ გააცნო.  

“2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრამ გამოავლინა რუსეთის პოლიტიკის უფრო აგრესიული ტენდენცია თავისი მეზობლებისა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის მიმართ. როგორც დღეს ჩვენ, ყველანი, ვხედავთ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიით, რუსეთი აგრძელებს ამ გზას

ვგმობთ რუსეთის უხეშ შეჭრას და უკანონო სამხედრო ყოფნას აფხაზეთსა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, რაც ეწინააღმდეგება გაეროს წესდებას. ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია” – ნათქვამია განცხადებაში.