ახალი ამბებიმსოფლიოპოლიტიკა

საქართველოს მთავრობისადმი ფინანსური დახმარების შეჩერებას განვიხილავთ – პიტერ სტანო

ევროკავშირი საქართველოსთვის დახმარების შეჩერებას განიხილავს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ ესპანურ გამოცემა Europa Press-თან საუბარში განაცხადა.

აღნიშნულზე მსჯელობა “რუსულ კანონს” უკავშირდება. 

“(საქართველოს) მთავრობისადმი ჩვენი ფინანსური დახმარების შეჩერების შესაძლებლობას განვიხილავთ,” – განაცხადა სტანომ და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა “ევროპის მშვიდობის მექანიზმის” ფარგლებში უკვე გაყინა სამხედრო დახმარების 30 მილიონი ევრო ( IPN-ის თარგმანი)