ახალი ამბებისაზოგადოებასამართალი

უკანონო ტყითსარგებლობაზე სანქციები მკაცრდება

უკანონო ტყითსარგებლობაზე სანქციები მკაცრდება.  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი,სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათაკოდექსებში ცვლილებებს ითვალისწინებს. 

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. 

მათ მიერ გავრცელებული  განცხადების თანახმად, კანონპროექტის მიზანი ხე-ტყით უკანონო
სარგებლობასთან დაკავშირებით არსებული პასუხისმგებლობის ზომების გამკაცრებაა.

“ცვლილებების თანახმად, სახერხი საამქროს მიერ რეგისტრაციის მოთხოვნათა
დარღვევაზე სანქცია მკაცრდება და თავისუფლების აღკვეთის ვადა ერთიდან სამ
წლამდე განისაზღვრება. მოქმედი კანონმდებლობა მსგავს სამართალდარღვევაზე
თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით ითვალისწინებს. იგივე ქმედების
არაერთგზის ჩადენის შემთხვევაში კი თავისუფლების აღკვეთის ერთიდან ორ წლამდე
ვადა იცვლება სამიდან ხუთ წლამდე ვადით.

სანქციები მკაცრდება მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვასა და დამზადებაზეც. თუ
აღნიშნულ სამართალდარღვევაზე აქამდე პასუხისმგებლობა იყო ჯარიმა ან/და
გამასწორებელი სამუშაო ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთა ვადით სამ წლამდე, კანონპროექტის მიხედვით, თავისუფლების აღკვეთის ვადა ერთიდან სამ
წლამდე იცვლება.” – აღნიშნულია განცხადებაში.