პარტია „ახალის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას თავს დაესხნენ. შემთხვევა სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს, მაშინ მოხდა, როდესაც მელია მედიასთან კომენტარს აკეთებდა. 

მელია ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა, როდესაც მას ახალგაზრდა მამაკაცი მივარდა და  სახის არეში მუშტი ჩაარტყა. 

მომხდარს ხმაური და სიტყვიერი შეურაცხყოფები მოჰყვა, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.