ახალი ამბებიპოლიტიკა

ჩვენ ვიცით თანამედროვე ისტორიის, მტერი არის რუსეთი, რაც თქვენმა “ოცნებამ”, როგორც ჩანს, დაივიწყა – სალომე ზურაბიშვილი

 ჩვენ ვიცით თანამედროვე ისტორიის, მტერი არის რუსეთი, რაც თქვენმა “ოცნებამ”, როგორც ჩანს, დაივიწყა –  ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის კითხვას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა ვახო ხუზმიაშვილმა პრეზიდენტს მისი ძველი განცხადება შეახსენა: ” შენს ტერიტორიაზე, შენს მოსახლეობაზე , მასიური დაბომბვის დაწყება, მას რა ქვია, უგუნურობა, გიჟი პრეზიდენტის ახირება, თუ რაღაც უცნაური, გაუგებარი გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან” – ამბობდა ზურაბიშვილი.

ხუზმიაშვილი დაინტერესდა უქმნის თუ არა უხერხულობას ერთ მაგიდასთან ჯდომა იმ ადამიანებთან, ვისაც წარსულში საკუთარი მოსახლეობის დაბომბვას აბრალებდა და ასევე,  როგორ ახერხებს მათთან ერთად ხელისუფლების შეცვლას. 

ზურაბიშვილის განმარტებით, მას არ უგულისხმია, რომ ომი საქართველომ დააიწყო. 

” თქვენ  რაც წაიკითხეთ,  ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავიწყეთ ომი. ან ისტორია უნდა იცოდეთ, ან გეოგრაფია. გეოგრაფია იმას ნიშნავს, რომ ვინც საერთაშორისო საზღვარს გადალახავს, არის ის, ვინც იწყებს ომს. აქ საუბარი სხვა რამეზე იყო – შიდა პოლიტიკაზე. იმ დანაშაულზე, რომელიც შეიძლება ჩაიდინა ( მიხეილ სააკაშვილმა) , მაგრამ “ოცნებამ” გამოძიება არ დაიწყო (დაიწყო სულ სხვა რაღაცაზე, პიჯაკებზე და რაღაცებზე), თუ რა მოხდა კოდორის ხეობაში, რა მოხდა ცხინვალში. მაგრამ ის, რომ რუსეთმა დაიწყო აგრესია საქართველოზე მაშინ, ისევე როგორც უკრაინაზე, ეს ორი სხვადასხვა რამეა. ერთი ეხება გეოგრაფიას, მეორე ისტორიას. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს და გაიგოს და არ უნდა აღვრიოთ ცნებები და პრინციპები. პრინციპი არის ის, რომ რაც ჩვენ ვიცით თანამედროვე ისტორიის, მტერი არის რუსეთი, რაც თქვენმა “ოცნებამ”, როგორც ჩანს, დაივიწყა” – განაცხადა პრეზიდენტმა. 

ფოტო : პრეზიდენტის ადმინისტრაცია