ახალი ამბებიპოლიტიკა

სასახლეში არჩევნების დღეს მოეწყობა საკოორდინაციო პლატფორმა-სალომე ზურაბიშვილი

სასახლეში არჩევნების დღეს მოეწყობა საკოორდინაციო პლატფორმა, რათა ჩვენ მონიტორინგი გავუწიოთ ყველაფერ იმას, რაც იმ დღეს მოხდება და შემდეგ ერთად ვიზეიმოთ გამარჯვებაც – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩემი, თქვენი, ყველას ვალდებულებაა მივიდეთ არჩევნებზე. არცერთი ხმა არ დარჩეს გამოუყენებელი იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დავიცვათ, დავიცვათ მისი დამოუკიდებლობა, დავიცვათ მისი ევროპული მომავალი – ეს ჩვენ ხელშია.

დაბოლოს, მინდა ისიც ვთქვა, რომ ამ სასახლეში არჩევნების დღეს მოეწყობა საკოორდინაციო პლატფორმა, რათა ჩვენ მონიტორინგი გავუწიოთ ყველაფერ იმას, რაც იმ დღეს მოხდება და შემდეგ ერთად ვიზეიმოთ გამარჯვებაც”-განაცხადა პრეზიდენტმა.