ახალი ამბებიპოლიტიკა

რუსეთს ყველაფერი უკან უბრუნდება, ქოცბანდას კი უნდა ამ იმპერიას ჩაგვატანოს საფლავში – მიხეილ სააკაშვილი

რუსეთს ყველაფერი უკან უბრუნდება, ქოცბანდას კი უნდა ამ იმპერიას ჩაგვატანოს საფლავში.
არ გამოუვათ! – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 
 
სააკაშვილის თქმით, რუსეთს პირველად გაუჩნდა საკუთარი ლტოლვილები. 
 
“რუსეთის კურსკის და ბელგოროდის ოლქებში შიდა გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა. რუსეთს პირველად გაუჩნდა საკუთარი ლტოლვილები, რომელთა რაოდენობა სწრაფად იზრდება.
ყველას გვახსოვს, რომ რუსეთმა აფხაზეთში, შიდა ქართლში , აღმოსავლეთ უკრაინაში მილიონობით ადამიანი აქცია ლტოლვილად.
ახლა ამ ქვეყანას ყველაფერი უკან უბრუნდება, ქოცბანდას კი უნდა ამ იმპერიას ჩაგვატანოს საფლავში.
არ გამოუვათ!” – წერს მიხეილ სააკაშვილი