ახალი ამბებიპოლიტიკა

პრაიმერიზი აღმოჩნდა განხეთქილების ის მოვლენა, რომელმაც შესაძლოა გააღრმავა, პარტიაში არსებული უთანხმოებები – გიგი წერეთელი

პრაიმერიზი აღმოჩნდა განხეთქილების ის მოვლენა, რომელმაც შესაძლოა გააღრმავა, პარტიაში არსებული უთანხმოებები“ – ასე გამოეხმაურა  ” ევროპული საქართველოს ” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი პარტიაში არსებულ დაპირისპირებას. 

აღნიშნულის შესახებ წერეთელმა, „ტვ პირველის“ „დღის ამბებში“  ისაუბრა. 

“პრაიმერიზის კენჭის ყრის წინა საღამოს, სიის პირველი ნომრის, პარტიის თავმჯდომარის მხრიდან გავრცელება გზავნილის, მეორე სიის მხარდასაჭერად, იყო უცნაური, რომელმაც ნეგატიური ეფექტი გამოიწვია ლიდერებში, მხარდამჭერებში და რეგიონებში. გაჩნდა პოლიტიკური დაბნეულობა და ამან შექმნა დიდი უხერხულობა, რასაც მოჰყვა გარკვეული დაპირისპირება. თუმცა მანამდე იყო ასევე კონკრეტულ თემაზე,  ამომრჩეველთა დარეგისტრირებაზე გაუგებრობა და შეიქმნა კონფლიქტი, კონკრეტულ საკითხზე, რუტინულ, ჩვეულებრივ საკითხზე, მაგალითად ეს ნაწილი ამომრჩევლების, დავტოვოთ სიაში თუ არა . ამასთან დაკავშირებით ვერ იქნა შეთანხმება მიღწეული, გავიტანეთ პოლიტსაბჭოზე, სადაც მიღებული იქნა იმგვარი გადაწყვეტილება, რომელიც არ მოეწონა თავმჯდომარეს და გადაწყდა ყრილობის დანიშვნა, რომელზეც გადაწყდებოდა ლიდერის და თავმჯდომარის, ასევე, ბევრი სხვა საკითხიც, რადგან საბოლოო ჯამში ყრილობა ამტკიცებს  სიას. სწორედ ამან გამოიწვია გარკვეული კასკადი მოვლენების, იმიტომ რომ ყრილობა დემოკრატიული ამბავია პარტიაში. ამ საკითხზე იყო ყველაზე მეტი დაძაბულობა, რამაც გამოიწვია ნდობის დაკარგვა და ერთმანეთთან დაპირისპირება. მე პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას,  მაგრამ ბუნებრივია არ მომწონს “,– განაცხადა წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 1 აგვისტოს გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა პარტია “ევროპული საქართველო” დატოვეს, ამის შესახებ კი მათ ბრიფინგზე განაცხადეს. 

ფოტო : ტაბულა