ახალი ამბებიპოლიტიკა

პოლიტსაბჭოზე განისაზღვრა პარტიის ახალი სახელი – “კოალიაცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა”

განისაზღვრა პარტიის ახალი სახელი – “კოალიაცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა – ამის შესახებ ინფორმაციას პარტია ” ახალი” პრესამსახური ავრცელებს. 
მათივე ცნობით, “ახალის”პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილეებად ანა გოგოლაძე და ანი ქავთარაძე დაამტკიცეს. 
“დღეს გაიმართა პარტია “ახალის” პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელზეც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილეებად დაამტკიცეს ანა გოგოლაძე და ანი ქავთარაძე. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით შეიქმნა ქალთა ორგანიზაცია, რომლის თავმჯდომარედ აირჩა ანა გოგოლაძე.
ასევე, გაიმართა პარტიის რიგგარეშე ყრილობა და განისაზღვრა პარტიის ახალი სახელი – “კოალიაცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა”- აღნიშნულია განცხადებაში. 
ფოტო : პუბლიკა