ახალი ამბებისამართალი

პატრულმა მოტოციკლს გზა გადაუკეტა – შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა – “ფორმულა”

“ფორმულას” ინფორმაციით, თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

მათივე ცნობით,  საპატრულო ეკიპაჟი მოტოციკლის მძღოლს დაედევნა, მოგვიანებით კი გზა გადაუკეტა, რის შემდეგაც მძღოლი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა. ბაიკერი ადგილზე დაიღუპა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.