ახალი ამბებიპოლიტიკა

პარტია საქართველოსთვის – „ოცნებამ“ პირველი მოსმენით მიიღო ზონდერების დაუსჯელობის აქტი

„ოცნებამ“ პირველი მოსმენით მიიღო ზონდერების დაუსჯელობის და პატიმრების მოტყუების უსამართლო აქტი – ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“ , „ამნისტიის შესახებ“ კანონს.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ისინი „ოცნების“  წინასაარჩევნო ზრახვებს ფართო საზოგადოებას გააცნობენ. 

„ოცნებამ“ პირველი მოსმენით მიიღო ზონდერების დაუსჯელობის და პატიმრების მოტყუების უსამართლო აქტი. ამნისტია, რომელიც არ ეფუძნება განმეორებითი დანაშაულის კვლევას, ეხება ზონდერებს და არ ეხება ევროპული მომავლის დასაცავი აქციის მონაწილე დაზარალებულებს, ვერ იქნება სამართლიანი.
სახეზეა „ოცნების“ მასშტაბური პოლიტიკური თაღლითობა, რომელიც პარტიული ინტერესით არის ნაკარნახევი და არა პატიმრების და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებით.
პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ „ოცნების“ ამნისტიის წინასაარჩევნო ზრახვები ფართო საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი.
ამასთან, არჩევნების შემდეგ, ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის საფუძველზე, დავაინიცირებთ განმეორებითი დანაშაულის და კრიმინოგენური მდგომარეობის ანალიზზე დაფუძნებულ სამართლიან ამნისტიას, რომელიც მთლიანად საზოგადოების ინტერესშია და არა კონკრეტული პარტიის ინტერესების” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.