ახალი ამბებიპოლიტიკა

პარლამენტმა  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო.

პარლამენტმა კანონპროექტთა პაკეტი 77 ხმით მიიღო.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

​მათივე ცნობით, საკანონმდებლო ცვლილებით, თბილისის მუნიციპალიტეტს ემატება უფლებამოსილება, განსაზღვროს, რომ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში გადაადგილების უფლება, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შესაბამისი კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან – ტაქსებთან (M1 კატეგორია) ერთად, მიანიჭოს მოტოციკლს ან/და მოპედს.