ახალი ამბებიპოლიტიკა

ნეტავ, რა ითქმის იმაზე, ვინც ბაობაბების გახმობაზე აშკარად უფრო წუხს, ვიდრე ქვეყნის გახმობაზე – ზურაბიშვილი

ნეტავ, რა ითქმის იმაზე, ვინც ბაობაბების გახმობაზე აშკარად უფრო წუხს, ვიდრე ქვეყნის გახმობაზე – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე წერს. 

ზურაბიშვილი მორიგ რიტორიკულ კითხვას სვამს, “კიდევ იმაზე, ვინც ასე გაიძულებთ ბაობაბების დატირებას” 

“ნეტავ, რა ითქმის იმაზე, ვინც ბაობაბების გახმობაზე აშკარად უფრო წუხს, ვიდრე ქვეყნის გახმობაზე და კიდევ იმაზე, ვინც ასე გაიძულებთ ბაობაბების დატირებას, და ყველა თქვენზე, ვინც მორჩილად ამ უაზრობას იმეორებთ” – წერს პრეზიდენტი. 

პრეზიდენტი კახი კალაძის განცხადებას გამოეხმაურა ,  სადაც თბილისის მერმა  ბაობაბის ხეებთან დაკავშირებით თქვა, რომ “ხეები იყო განთავსებული პარკში, თუმცა იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ თაოსნობით გაკეთდა, მათი საჩივრებით, პრობლემები შეიქმნა – ზოგადად, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ქვეყნისთვის ძალიან დიდი პრობლემაა”

ცნობისთვის, შეკვეთილის დენდროლოგიურმა პარკმა კენიიდან რამდენიმე ბაობაბის ჯიშის ხის გადმორგვასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა.მათივე ინფორმაციით, რვავე ბაობაბის ხე გახმა.