ახალი ამბებიპოლიტიკა

მოლდოვა მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით მათ დემოკრატიულ და ევროპული მისწრაფებებში – მაია სანდუ

 სალომე ზურაბიშვილსა და მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუსა შორის სატელეფონო საუბარი შედგა. 

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მაია სანდუ სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

„სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, რადგან მოლდოვაც და საქართველოც ემზადებიან დემოკრატიის მნიშვნელოვანი გამოცდისთვის.

მოლდოვა მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით მათ დემოკრატიულ და ევროპული მისწრაფებებში“,- წერს სანდუ სოციალურ ქსელში.