ახალი ამბებიპოლიტიკა

მინდ ვუთხრა ივანიშვილს, ყველა რეკორდი მოხსენი უკვე – როდემდე უნდა გყავდეთ ციხეში მე და სხვა პოლიტმატიმრები ?

“მინდ ვუთხრა ივანიშვილს, ყველა რეკორდი მოხსენი უკვე, გუშინ პუტინმა და ლუკაშენკომ გაუშვეს ბოლო პოლიტპატიმრები, როდემდე უნდა გყავდე ციხეში მე და სხვა პოლიტპატიმრები?” –  ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესიდან „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. 

 საკაშვილმა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონალური ტურნესთან დაკავშირებულ  ინციდენტზე ისაუბრა . 

“იმდენად სასაცილოები ხართ უკვე, რომ ჩვენი საარჩევნო ავტობუსის სამ მძღოლს ააღებინეს ხელი მის ტარებაზე. სამი ადამიანი და ავტობუსის მფლობელი დააშინეს. ავტობუსის რომ გეშინია, სხვა რაზე გვაქვს საუბარი?“- აღნიშნა სააკაშვილმა.