ახალი ამბებიმსოფლიოპოლიტიკა

მედია – უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში რამდენიმე დასახლება დაიკავეს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში, კურსკის ოლქში სამი დასახლება დაიკავეს.

ტელეგრამარხების ცნობით, კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ წინსვლას რუსეთის ტერიტორიის შიგნით, ქალაქ სუჯისკენ. უკრაინულმა დრონებმა ორჯერ მიიტანეს შეტევა ქალაქ სუჯის სიახლოვეს. შედეგად არიან დაჭრილები.