ახალი ამბებიმსოფლიოპოლიტიკა

ილონ მასკმა კამალა ჰარისს კომუნისტი უწოდა

ილონ მასკმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს კომუნისტი უწოდა.

მასკმა სოციალურ ქსელში გააზიარა ვიდეო, სადაც  კამალა ჰარისის რამდენიმე გამოსვლაა გაერთიანებული. 

„კამალა ფაქტობრივად კომუნისტია. მას სურს არა მხოლოდ თანაბარი შესაძლებლობები, არამედ თანაბარი შედეგები“, – წერს ილონ მასკი სოციალურ ქსელში.