ახალი ამბებიპოლიტიკა

ვიხსენებთ რუსეთის სასტიკი და უკანონო ქმედებების შედეგად დაღუპულებს – ბრიტანეთის საელჩო

საქართველოში ბრიტანეთის საელჩო აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. 
“დღეს, 16 წლის თავზე, ვიხსენებთ 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში, რუსეთის სასტიკი და უკანონო ქმედებების შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებს და დევნილებს.
გაერთიანებული სამეფო მტკიცედ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას” – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 2008 წლის 7 აგვისტოს  რუსეთმა სამხედრო იერიში მიიტანა საქართველოს ტერიტორიაზე, რასაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა, 7 აგვისტოს მიწურულს, გვიან ღამით ცეცხლის გახსნით უპასუხეს. 
2021 წლის იანვარში სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის  გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს სახელმწიფომ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციას საქმე მოუგო.