ახალი ამბებიპოლიტიკა

“გორბის” კვლევა – „ქართული ოცნება“ – 59.5% , ენმ -13,6

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხმათა 59.5%-ს მიიღებდა.

შედეგები ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ – 59.5%

„ნაციონალურ მოძრაობას“ გაერთიანებულ პარტიებთან ერთად აქვს – 13.6%

“კოალიცია ცვლილებებისთვის” – 10.3%

“ძლიერი საქართველო” – 4.5%

გახარია საქართველოსთვის პარტიას – 3.8%

 გირჩი – 2.7%

პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფოს – 2.5%

სხვა პარტიები – 3 .1%

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა, ქვეყნის მასშტაბით პირისპირი ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით 18 სექტემბრიდან 30 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. გამოიკითხა 1700 ადამიანი. ცდომილება +/- 3%-ია.