ახალი ამბებიპოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი, სრულიად ამორალური და ყველანაირი ღირსებისგან დაცლილი კაცია – ნინო წილოსანი

 პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, კოალიცია “ძლიერი საქართველოს”  გაფართოებას ეხმიანება. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პოლიტიკურ გაერთიანებას ალეკო ელისაშვილი და “მოქალაქეები”  შეუერთდნენ. 

ნინო წილოსანი წერს, რომ ალეკო ელისაშვილი,” სრულიად ამორალური და ყველანაირი ღირსებისგან დაცლილი კაცია”, ლევან ცუცქირიძე კი “ნაცების მსახური იყო და არც არასდროს მოუშლია ამის კეთება”. 

“კარგად დავაკვირდეთ ამ ფოტოს. განაპირას მდგარ ორ ადამიანზე რომ არაფერი ვთქვათ, მოდით, შუა ორზე მოგიყვებით
პირველი, ალეკო ელისაშვილი, სრულიად ამორალური და ყველანაირი ღირსებისგან დაცლილი კაცია, რომელსაც შეუძლია მუხანათურად მოგეპაროს და ჩაგარტყას. ამასთანავე, იაფფასიანი პოპულისტია, რომელიც მარტივად ატყუებს ადამიანების გარკვეულ ნაწილს, თუმცა მცირე დროით…შემდეგ რომელიმე სხვა პარტიაში გადახტება და სხვის ფულებს ამოეფარება.. პრინციპში, იმ ბრძენმა კაცმა რომ დაარიგა ალეკო არ “შეგეშალოს” ( კულტურულად დავწერ ) რამეო, ყოველ ჯერზე, აშკარად ამ კაცის შიშს ამართლებს…
მეორე კი, ლევან ცუცქირიძეა, რომელიც კარგად გემახსოვრებათ. ისეთი მხდალი არარაობაა, მეზობელია და აივნიდან დამალული მისტვენდა და პროვოკაციებს მიწყობდა… ფაქტია, მისთვის ქართული ღირებულებები არაფერს წარმოადგენს, ნაცების მსახური იყო თავის დროზე, მათ ფაშისტურ იდეებს ემსახურებოდა და არც არასდროს მოუშლია ამის კეთება. მთელი ეს პერიოდიც სწორედ ამას ემსახურებოდა თავისი ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციით და უცხოური დაფინანსებით. შეგახსენებთ, რომ სწორედ მან “გაუპრავა” პარალელური დათვლებით 2008 წელს მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო არჩევნები. ეტყობა სწორედ ამ უნიკალური თვისებების გამო მიიწვია “ლელომ” 2024 წლის არჩევნებშიც
დარჩენილ ორზე არაფერს ვიტყვი. ვფიქრობ, ცუცქირიძე და ალეკო მათი პარტიის კოლექტიური სახეა ” – წერს წილოსანი.