15/10/2024
"კონსტიტუციაში ავსახავთ მართლმადიდებლობის განსაკუთრებულ როლს ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობაში, რაც მართლმადიდებელი ეკლესიის გაძლიერებისა და დაცვის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება! რა თქმა უნდა, პარალელურად, ჩვენს ქვეყანაში მოქმედი ყველა რელიგიური კონფესიის უფლებები უმაღლეს დონეზე იქნება დაცული და მათ მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება ოდნავადაც კი არ შეიცვლება!
13/07/2024
„ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ აქტს, რომელსაც ჰქვია „მეგობარი აქტი“, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვუწოდებთ ჩვენ მეგობრულს. არამეგობრულ აქტს ეწოდება მეგობარი აქტი. ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ სერიოზულად არის საჭირო ურთიერთობების გადახედვა. ასეთი ნაბიჯები, რა თქმა უნდა, ხელს ვერ შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას ორ ქვეყანას შორის. იმედი მაქვს, რომ მომავალში სხვა მიმართულებით განვითარდება პროცესები“
09/07/2024
"წელს მთელს მსოფლიოში საქართველომ ორი რამით გაითქვა სახელი - პირველი ეს იყო მშვიდობიანი, ერთსულოვანი, განგრძობითი პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ. არ დარჩენილა ქვეყანა, არ დარჩენილა მსოფლიო პოლიტიკოსი, ვინც არ გამოეხმაურა ქართველი ერის ერთიანობასა და ერთსულოვნებას, ქართველი ახალგაზრდების დიდ ბრძოლას და დიახ, ეს იყო იმ ერთიანობის სიმბოლო, რომელსაც შეუძლია ძალიან დიდი საქმე გააკეთოს ქვეყნისთვის. მეორე ეს იყო ჩვენი საფეხბურთო ნაკრები, სადაც 11 ფეხბურთელი კი არა, ოთხი მილიონი ქართველი თამაშობდა და ამან აღაფრთოვანა მთელი მსოფლიო."
შალვა პაპუაშვილი
30/06/2024
,,2024 წლის ხუთი თვის მაჩვენებლით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 9,3%-ია. ეკონომიკური ზრდით საქართველო პირველია, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატებთან, ისე თავად ევროკავშირთან შედარებით. ამასთან, საქართველო პირველია კანდიდატ ქვეყნებს შორის სამართლის უზენაესობის და კორუფციის აღქმის საერთაშორისო რეიტინგებში. დემოკრატიული და ეფექტიანად მოქმედი ინსტიტუტების მშენებლობა და მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდა ჩვენი ხელისუფლების მთავარი საზრუნავია. ფაქტები თავის თავზე მეტყველებენ - საქართველო, როგორც ეკონომიკური ზრდით, ისე ინსტიტუციური განვითარებით, ლიდერია ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს შორის”