ახალი ამბებისამართალი

სასამართლომ ვიტალი გუგუჩიას 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლასა და ძალადობაში ბრალდებულ ვიტალი გუგუჩიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ვიტალი გუგუჩიას სახლთან მომხდარ ინციდენტს , სადაც   POSTV-ის ჟურნალისტი, ნათია ბერიძე ოპერატორთან ერთად მივიდა. როგორც ვიდეოეში ჩანს, მხარეებს შორის  დაპირისპირება მოხდა. 

ცნობისთვის, „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ მოქალაქეს, რომელიც მას რუსული კანონის მიღების გამო ქუჩაში შეძახილებით დახვდა, იქვე მდებარე მაღაზიაში გასაყიდად გამოტანილი ფორთოხალი ესროლა, ვიტალი გუგუჩია აღნიშნული  მაღაზიის მფლობელია.