სან-ხოსეს საჯარო ბიბლიოთეკაში პირველად, ქართული წიგნების სექცია გაიხსნა. პროექტი, Georgian Heritage Foundation -ის , საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ერთობილივი თანამშრომლობით განხორციელდა.
ღონისძიების ფარგლებში, მოწვეული სტუმრებისთვის ქართული ფოლკლორული კომპოზიციები, მუსიკოსმა და კომპოზიტორმა, ზუმბამ, იგივე ზაზა კორინთელმა შეასრულა.
ჩრდილოეთ კალიფორნიაში, ქართული ლიტერატურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით, სან-ხოსეს ბიბლიოთეკას 80 ქართული მხატვრული და შემეცნებითი ლიტერატურა გადაეცა. ქართული და ინგლისურენოვანი წიგნები ბიბლიოთეკის ელექტრონულ კატალოგში უკვე განთავსდა და ნებისმიერი მსურველისთვის არის ხელმისაწვდომი.