ილონ მასკმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს კომუნისტი უწოდა.
მასკმა სოციალურ ქსელში გააზიარა ვიდეო, სადაც კამალა ჰარისის რამდენიმე გამოსვლაა გაერთიანებული.
„კამალა ფაქტობრივად კომუნისტია. მას სურს არა მხოლოდ თანაბარი შესაძლებლობები, არამედ თანაბარი შედეგები“, – წერს ილონ მასკი სოციალურ ქსელში.