ახალი ამბებიპოლიტიკა

გაცვეთილი ქოცნაცობა და ორპოლუსიანობის გაღვიძება – თავად ოცნება ააქტიურებს სააკაშვილს – ანა დოლიძე

ისევ გაცვეთილი ქოცნაცობა და ორპოლუსიანობის გაღვიძება, თავად ოცნება ააქტიურებს სააკაშვილს და მის საკითხს, რომ შუა გაკრიფოს- ამის შესახებ მის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი,  ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს. 
 
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის აღნიშნავს, რომ მმართველ გუნდს არ მიეცემა საშუალება  “ორპოლუსიანობის გაღვივებით სამშობლო მოგვტაცონ”
 
“ისევ და ისევ გაცვეთილი ქოცნაცობა და ორპოლუსიანობის გაღვიძება, თავად ოცნება ააქტიურებს სააკაშვილს და მის საკითხს, რომ შუა გაკრიფოს. ამასობაში, ნაკლები სამუშაო ადგილები, გაუარესებული ხელფასები, შეჩერებული პროექტები რუსული კანონისა და გაჩერებული დახმარებების გამო. ჩვენ არ მივცემთ საშუალებას ორპოლუსიანობის გაღვივებით სამშობლო მოგვტაცონ. ჩვენ მაინც ვიზრუნებთ იმაზე, რომ საქართველო დაბრუნდეს როგორც სრულუფლებიანი წევრი დასავლური სამყაროსი, აქ შეიქმნას სამუშაო ადგილები, გატარდეს რეფორმები და ხალხს მიეცეს სამართლიანი ანაზღაურება. ვერავითარი პროპაგანდა ხელს ვერ შეგვიშლის” – წერს დოლიძე